პუპლი, ვალერიანი და ასიკო, ხანდაზმული მსახიობები არიან. წარსულში ცნობილ მსახიობებს ყურადღებას აღარ აქცევენ. დასი საგასტროლოდ მათ გარეშე გაემგზავრა. ისინი სიამოვნებით დათანხმდებიან თავისი ხელოვნება სოფელ ფანდაურის მცხოვრებთ გააცნონ და გუნებაში უკვე ცნობილ თეატრალურ მონოლოგებს იმეორებენ. მაგრამ სოფელში ჩასულები შეიტყობენ, რომ შინმოუსვლელთა წყაროს გახსნაზე დაუპატიჟებიათ და მათგან მხოლოდ გულზე მოსახვედრ ლექსს ან უბრალოდ სიტყვას ითხოვენ.